მარტი 29, 2024
0 0
Read Time:59 Second

არის ბევრი საეჭვო გარემოება, თუმცა ჩვენ ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილს წამოცდა, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვებისა და სააკაშვილის საუბრის დონეზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას დავით-გარეჯთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სამართალდამცველების საქმეს წარმოადგენს და სწორედ გამოძიება დაადგენს, ვინ არის და ვინ არა დასაკითხი.

„ვინც იყო ჩართული ამ ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს და სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის და ვინ არაა დასაკითხი. არის ბევრი საეჭვო გარემოება, თუმცა ჩვენ ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილს წამოცდა, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვებისა და სააკაშვილის საუბრის დონეზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, მათ შორის იმის დადგენა, 70-80 მილიონი აქვს თუ არა აღებული სააკაშვილს, რაზეც თვითონ საუბრობს“, – განაცხადა კობახიძემ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები