ირაკლი კობახიძე: როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად

Read Time:51 Second

ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი. როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? სქრინები რომ ჰქონდათ მესიჯების, გამართული რუსულით დაწერილი? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კოვიდის აქტიური შემთხვევები მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება
Next post დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა