ირაკლი კობახიძე: რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან

Read Time:1 Minute, 6 Second

რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო გუნდის, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან. შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მის სუბიექტურ პოზიციას – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი.

„ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში. მან პირდაპირაც აღნიშნა, როცა იყოს საპარლამენტო სხდომაზე, იცოდა რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, მაგრამ დაარქვა მის ვიზიტს პირადი ვიზიტი. როდესაც ასეთ წვრილმან მანიპულაციაზე მიდიხარ, იმისათვის რომ კონსტიტუცია თითქოს ლამაზად დაარღვიო, აქ ჩანს რომ მას განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველამ იცის, რომ პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, განსაზღვრავს მიმართულებებს პარლამენტი, ახორციელებს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის ამის მონაწილე ანუ, არც ახორციელებს პოლიტიკას, არც განსაზღვრავს, მას აქვს არსებითად სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული. ესტონეთი, გერმანია, ირლანდია, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ყველამ იცის, რომ ანგელა მერკელი განსაზღვრავდა, ახლა უკვე ოლაფ შოლცი და არა გერმანიის პრეზიდენტი. იგივეა ესტონეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში და ა.შ. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკის განმახორციელებელი და ის არ მართავს ქვეყანას. შესაბამისად ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას პარლამენტთან ერთად ანუ, პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი: „ოცნება” კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორი
Next post დმიტრო კულება – რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს