აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:50 Second

მიხარია, რომ მაქვს საშუალება ჩემი მშობლიური კუთხის წარმომადგენლებს მოგმართოთ და ერთად ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„რაჭის მიმართ დამოკიდებულება ჩვენი გუნდის ლიდერებს, წევრებს შორის არის ნამდვილად განსაკუთრებული და ეს კონკრეტული საქმითაც არის გამოხატული. რაჭაში კეთდება უამრავი რამ სხვადასხვა მიმართულებით. აქ საუბარი იყო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარებაზე, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, რომ გაძლიერდეს რაჭა და გაძლიერდეს საქართველო. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს განსაკუთრებული.

მთის კანონმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, რომ გაუმჯობესებულიყო დემოგრაფიული მდგომარეობა. ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება. ყველა მიმართულებით იქნება აქტიური ძალისხმევა, რომ ეს რეგიონი კიდევ უფრო განვითარდეს.

კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია, რათა გაძლიერდეს ეს რეგიონი და ადამიანები რაჭას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს წარადგენს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები