ირაკლი კობახიძე – პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ქალთა შრომითი უფლებების როგორც დაცვის, ასევე რეალიზებისთვის

Read Time:2 Minute, 18 Second

ქალბატონები საჭიროებენ მეტ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი კიდევ უფრო აქტიური დასაქმება და მათი შრომითი უფლებების დაცვა. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხებზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „ქალი, შრომა, უფლებები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომითი უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა ერთნაირად პრიორიტეტული საკითხებია.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილისა და ადამიანის უფლებათა კვირეულის აღნიშვნით, კიდევ ერთხელ ხდება დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება საქართველოში.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმთავითვე ვერ ამოქმედდა, გამომდინარე საბჭოთა რეჟიმიდან, რომლის პირობებშიც არ იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა. 90-იანი წლებიდან ჩვენთვისაც არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია სახელმძღვანელო დოკუმენტი და თანდათანობით ვითარდება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და ამ კუთხით პარლამენტს, ბუნებრივია, განსაკუთრებული როლი ეკისრება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალთა უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს აისახა საკონსტიტუციო რეფორმაშიც, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ. როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დონეზე გაუმჯობესდა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან, მათ შორის შრომითი უსაფრთხოების დაცვასთან და სპეციალური ახალი ნორმა გაჩნდა გენდერული თანასწორობის შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოცემული გარანტიები, რათა უზრუნველყოფილი იყოს არსებითი თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის და იქ საუბარია დროებით ზომებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ასეთი არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროში. საუბარია, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკის სფეროზე, ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 90-იანი წლებიდან, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების კუთხით, საქართველოში თვისობრივად განსხვავებული მდგომარეობა იყო, თუმცა, ვითარება იცვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვაქვს მუდმივი პროგრესი და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების დამსახურება პირველ რიგში, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის და მხარდაჭერის გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იყო მათი მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გაუმჯობესდა ცნობიერება საზოგადოების გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ქალთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა აქ კიდე მეტია სამუშაო იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა. „პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა ჩართულობის გაუმჯობესებასთან, ცნობიერების გაუმჯობესებასთან, გენდერული თანასწორობის კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საბჭოს მიმართ. გამოვხატავ მადლიერებას, რა თქმა უნდა, ქალბატონი სოფო კილაძის მიმართ, რომელიც არის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ამ მიმართულებით და ასევე, მადლიერებას გამოვხატავ ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შრომითი უსაფრთხოების საკითხებს და ზოგადად,შრომითი უფლებების საკითხებს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი ზოიძე: სააკაშვილი მატროსოვის ციხეში მოხვდება
Next post შოთა არველაძე შესაძლოა აზებაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს