აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:39 Second

ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი მოაწერონ შემუშავებულ დოკუმენტს.

„აქტიურად ვიყავით ჩართული ქცევის კოდექსის შემუშავებაში. დღეს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ქცევის კოდექსს, რომელიც შემუშავებულ იქნა სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ მათაც მოაწერონ ხელი. ჩვენ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით, აქტივისტებით მიჰყვება თითოეულ რეგულაციას, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში. იმავეს მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. თუ იქნება მათი მხრიდან სტანდარტები დაცული, თუ არ იქნება პროვოკაციები, არჩევნების პროცესი გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორც ის წარმოგვედგინა დღემდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები