ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციებზე: მათ ხალხის შესაკრებად რესურსი არ აქვთ

Read Time:36 Second

გადაწყვეტილება აქციების გამართვაზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის დამოკიდებულებას დიალოგის პროცესისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ესაა კიდევ ერთი კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას ხალხის შეკრების არავითარი რესურსი არ აქვს. მათ ჰქონდათ დაანონსებული 20 მარტს აქცია, თუმცა მოუწიათ ამ აქციის გაუქმება იმის გამო, რომ ხალხი ვერ იკრიბებოდა. ერთი მხრივ, ამტკიცებენ რომ თითქოს ხალხი არის აღშფოთებული არჩევნების „გაყალბებით“, მეორე მხრივ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათი ნებისმიერი მსჯელობა არის მცდარი და ისინი თვითონ ატყუებენ საზოგადოებას.

ამ პირობებში მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ხალხის შეკრების, ამის მიუხედავად მაინც აანონსებენ აქციებს ორი თვის თავზე, რაზეც მათ დასცინიან მათივე მხარდამჭერები უკვე. ეს არ წაადგება იმ პროცესს, რომელსაც წარმართავენ საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა კობახიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: დათა პაპას მოქალაქეობრივი გმირობა და სულიერი სიმტკიცე მისაბაძია
Next post გიორგი ხელაშვილი: მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა კარგად იციან ვის სურდა შეთანხმება და ვის არა