ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა

Read Time:34 Second

მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პარტიას შეთანხმების ხელმოწერა მოუწევს.

„უპირველეს ყოვლისა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება.

გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა”, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული ბანკი – ვაქცინაციის დაწყებამ და საერთაშორისო მიმოსვლის შედარებით გამოცოცხლებამ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა განაპირობა
Next post ნინო წილოსანი: როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას