მარტი 19, 2024
0 0
Read Time:21 Second

თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, რომ დაიკლოს წონაში და ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები.

„მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები