ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში

Read Time:40 Second

ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას.

ჩვენ მზად ვართ, თუ იქნება კონსენსუსი ამ კანონის მიღების გარშემო, ამას გავაკეთებთ. თუ გვეტყვიან, ევროკავშირი მათ შორის თუ გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ეს უკვე თქვა წინა ელჩმა კარლ ჰარცელმა, ამ შემთხვევაში გავყვებით ამ კონსენსუსს. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თვითონ ქვეყანას რა თქმა უნდა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ პიროვნულ ამბებში, მაგრამ რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენი კულტურის მქონე ქვეყანაში ნამდვილად არ არის პოლიტიკაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ
Next post თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით