ირაკლი კობახიძე: ისეთ ტყუილებს კადრულობს გოგაშვილი, რომ ჩვენი მოტივაცია, გავაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე, ნულოვანია

Read Time:1 Minute, 0 Second

ისეთ ტყუილებს კადრულობს გოგაშვილი, რომ ჩვენი მოტივაცია, გავაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე, ნულოვანია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანურად და ყველა მხრივ ძალიან მძიმე მოსასმენია ის განცხადებები, რასაც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აკეთებს.

„საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს და მსჯელობს. როდესაც ხედავენ, რომ სოსო გოგაშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს და ამასთან, მას ვიღაცამ მისცა 5 მილიონი დოლარი, ლოგიკურ დასკვნას ყველა გამოიტანს. ჩვენ მეტი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ზოგადად ძალიან მძიმეა ადამიანურადაც და ყველანაირად იმის მოსმენა, რასაც ჩვენ ვიგებთ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ გოგაშვილი არის სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ. 5 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა ამის სანაცვლოდ და ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე. ამ რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაგრძელებას და ყველა აბსურდზე კომენტარი ვერ გვექნება. ერთ-ერთი მთავარი აბსურდი ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს. გოგაშვილმა განაცხადა, რომ უმძიმეს დავალებებს აძლევდა მას უშუალოდ ივანიშვილი. გუშინაც განვმარტე და ამას ჰყავს უამრავი მოწმე, რომ პირველად გოგაშვილი ივანიშვილს 2018 წლის ბოლოს შეხვდა, როდესაც ის უკვე აღარ იყო სუსის უფროსის მოადგილე. ასეთ ტყუილს რომ კადრულობს ადამიანი, რომ ივანიშვილი დავალებებს აძლევდა თურმე მაშინ, როდესაც თვალით არ ჰყავდა ნანახი, იქ ჩვენი მოტივაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაკეთოთ კომენტარი მის აბსურდულ განცხადებებზე, არის ნულოვანი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას
Next post გიორგი ამილახვარმა კომიტეტის სახელით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა