ირაკლი კობახიძე – ვინც არ უნდა მოიგოს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს

Read Time:47 Second

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად მანიპულირებენ და აკეთებენ განცხადებებს, მაგალითად, არჩევნების გაყალბებასთან, ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ახლა გაარკვიეს, რომ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი მათ პარტიაში ხდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოლიგარქიული გავლენები მძლავრობს და ყველამ კარგად იცის, რა პროცესები წარიმართება პარტიის შიგნით.

კობახიძის განცხადებით, როგორც არ უნდა დამთავრდეს თავმჯდომარის არჩევნები, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც  ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.

„არჩევნების გაყალბებაც და ოლიგარქიული გავლენებიც თურმე მათი ხელწერა ყოფილა. ყველამ კარგად ვიცით, რა პროცესები წარიმართება ამ პარტიის შიგნით. რეალურად, მძლავრობს ოლიგარქიული გავლენები, ამასთანაც არის დაკავშირებული ყველა პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით. მთავარია, რომ, ყველა შემთხვევაში, ეს პროცესი დასრულდება კარგად. კარგად ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, რადგან საბოლოო წერტილი მაინც იქნება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა. ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები – ერთმა მიმართულებამ თუ მეორემ, კეზერაშვილის კლანმა თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, ასეც და ისეც – ეს პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ბუღაძე: ივანიშვილმა ქვეყანაში მოსპო პოლიტიკოსის პერსონა, როგორც ავტორიტეტის იდეა, ახლა გადავიდა მედიაზე
Next post გელა დაიაური-კუნწულიკო… შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…. ❤️❤️❤️