ირაკლი კობახიძე: ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ

Read Time:33 Second

„ნაცმოძრაობა“ პოლარიზაციის მთავარი წყაროა. ვიდრე ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაიმეორა.

„ამით დადასტურდა, რომ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც, თავის დროზე, ოპოზიციამ გამოაცხადა, მთლიანად, სიყალბეზე იყო აგებული. მათი კამპანია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად სიყალბე. კიდევ ერთხელ განმეორდა ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მათ 6-თვიანი უსაფუძვლო საბოტაჟი გამოაცხადეს ჩვენს ქვეყანაში, რითაც ქვეყანას მიაყენეს ზიანი. რაც შეეხება მცირე პარტიების შედეგებს; რა თქმა უნდა, ეს არის ამ არჩევნების მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ასპექტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი სააკაშვილზე: თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს
Next post ირაკლი კობახიძე: ძალიან კარგია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ეს არჩევნები მთლიანობაში დადებითად შეაფასა