აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 31 Second

 

”აღარაფერი გვიკვირს წინა ხელისუფლებისგან. უამრავი ისეთი რამ აქვთ ჩადენილი, რომ ეს შეიძლება განგვეხილა როგორც მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ფაქტი. თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო (უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია) გასხვისებას და გარდა ამისა, საქმე ეხება დავით გარეჯს, რაც არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ“ იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ეროვნული მოძრაობა თავიდან სწორედ დავით გარეჯის თემის გარშემო დაიწყო საქართველოში. „ბუნებრივია, განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ამ საკითხის მიმართ და უფრო მძაფრად აღვიქვამთ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც დღეს პროკურატურა საუბრობდა. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს, ამ ეტაპზე მხლოდ ეჭვებით შეიძლება საუბარი, თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ასეთ მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე და ასეთი მგრძნობიარეა საკითხი, საეჭვოა, რომ თემები წყდებოდეს დაბალ დონეზე – სამინისტროების თანამშრომლების დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია მალე მოეფინოს ნათელი ყველაფერს და გაცხადდეს ყველა გარემოება, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან. წინა ხელისუფლების ლიდერების რეაქცია ამ თემასთან დაკავშირებით ამძაფრებს ეჭვებს საქმეში მათი ჩართულობის თაობაზე. ამ საკითხის პოლიტიზება არ იყო მიზანშეწონილი, რაზეც მაქსიმალურად ვიკავებდით თავს. ჩვენი მოწოდება იყო, რომ დავლოდებოდით სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას. თუმცა პოლიტიზება მოხდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მიხეილ საკაშვილის პირველი განცხადება ჟღერდა როგორც დანაშაულის ერთგვარი აღიარება. იგი პირდაპირ გადავიდა ციფრების დასახელებაზე. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები. მათი დღევანდელი რეაქციაც არის დამატებითი ეჭვების წარმოშობის საფუძველი. გაუგებარია, რატომ შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას ამ საკითხის პოლიტიზება, თუ მათ პირდაპირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ და არ ცდილობენ სხვადასხვა სახით ამ საკითხის მიჩქმალვას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პროკურატურის ინფორმაციაში საკმაოდ დეტალურად იყო აღწერილი გარემოებები, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ საქმესთან. „ეს გარემოებები ბადებს ძალიან მძიმე განცდას, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან – გამოიყენეს არა ის რუკა, რომელიც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და რომელთან დაკავშირებითაც თავის დროზე იყო შეთანხმება მიღწეული პრეზიდენტებს შორის, არამედ იგი ჩაანაცვლეს სხვა არალეგიტიმური რუკით და მოხდა საზღვრის განსხვავებულად გავლება, რაც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები