ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი

Read Time:31 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, რითაც საქართველო არ დაეხმარა უკრაინას, არის ის, რომ არ გახსნა მეორე ფრონტი.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა საუბარი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე. ბოლოს ბრიფინგზე ვთხოვეთ ოპოზიციას, წერილობით წარმოედგინა საკუთარი დამოკიდებულება ამ თემაზე და ეთქვა, რაში უნდა დაგვეჭირა მხარი უკრაინისთვის და რაში არ დავუჭირეთ მხარი. ვერცერთი პასუხი ვერ მივიღეთ ვერავისგან. რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი, რითაც არ დავეხმარეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხსენით მეორე ფრონტი. სხვა ვერაფერი თქვეს. როდესაც ამ პირობებში მაინც გრძელდება მათი რიტორიკა მხარდაჭერის არ აღმოჩენასთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რაც წამოსცდა გუშინ ხატია დეკანოიძეს, მაგრამ ჩვენი განცდაა, რომ ხალხს არ უნდა, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
Next post საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს