ირაკლი კობახიძე – ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ყველაფერი მოიკითხონ ხალხთან, ვინც ამ ინფორმაციებს აწვდის ტელევიზიებს

Read Time:1 Minute, 25 Second

ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს და მერე ვინც აქვეყნებს ამას და ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ ჰკითხონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფარული ჩანაწერების ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა და ვის მიერ, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები.

ამასთან ირაკლი კობახიძემ დმანისში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა, პირი არის დაკავებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„რაც შეხება ძალადობას, ჩვენ დავდიოდით დასავლეთ საქართველოში, გვქონდა თითოეული შტაბის ხელმძღვანელთან და მერობის კანდიდატებთან შეხვედრები. მთავარი, რაზეც ვაფრთხილებდით, იყო ის, რომ მაქსიმალურად ჩაეშალათ აქტივისტებში, მხარდამჭერებში ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა ამ არჩევნებში. თქვენ იცით, რომ სამი თვის განმავლობაში მოვახერხეთ ერთი ინციდენტის გარეშეც ამ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. სამწუხაროდ, დმანისში მოხდა ერთი მძიმე ინციდენტი, რაზეც მყისიერი რეაგირება განხორციელდა, პირი არის დაკავებული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. როდესაც რაღაც ერთხელ ხდება, როგორ შეიძლება ამას სისტემური დავარქვათ, მით უმეტეს იცი, რომ რამდენიმე პროვოკაცია იყო მარტო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქარელში იყო ერთ-ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია, იყო ხელვაჩაურში, ბათუმში პროვოკაციები, მხოლოდ ერთ შემთხვევში დაფიქსირდა ინციდენტი დმანისში, სხვა შემთხვევაში პროვოკაციებმა პროვოკატორებისთვის უშედეგოდ ჩაიარა. რაც არის ჩვენი აქტივისტების მოთმინების დამსახურება.

როდესაც მერობის კანდიდატი შეიჭრება ხელვაჩაურის ოფისში სამი წლის ბავშვთან ერთად მივა ჩვენ შეკრებაზე და იქ აწყობს პროვოკაციას, ეს არის „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციები.

რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციებს და მერე ვინც აქვეყნებს ამას და ესენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ მათ ჰკითხონ. ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა, ვის მიერ მოხდა, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
Next post გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე: მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება