ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის საქმეზე: წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

Read Time:48 Second

 

ჩვენ საერთოდ არ ვერევით ამ საკითხში. ერთადერთი ჩვენი მოწოდება არის ის, რომ მაქსიმალურად დაიდოს ყველა მონაცემები თუ რა მოხდა რეალურად ამ ყველაფერზე, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კითხვას დავით-გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრას.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.
„რადგან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რადგან თემა არის მგრძნობიარე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხის მეტი პოლიტიზება არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ საკითხი არის მგრძნობიარე. მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ გუშინ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. სააკაშვილმა მათ შორის, წამოცდენა იყო თუ რა იყო, 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში. არ ვიცი, ამან დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება მართლა რაიმე მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას. ვნახოთ, პოლიტიზება ამ საკითხის არ არ არის სწორი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროონ ამ საქმის დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Next post გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში