ირაკლი კობახიძე – გვქონდა კონსულტაციები პარტიიდან წასულებთან და პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები

Read Time:40 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ჰქონდათ კონსულტაციები, რის თანახმადაც, ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ.

ამის შესახებ კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას – „ქართულ ოცნებას“ 75 ხმა აქვს, კანონპროექტების მიღებისთვის საჭიროა 76 ხმა, დაუჭერენ თუ არა „ოცნებიდან“ წასული ხალხი მხარს 12 რეკომენდაციის შესრულებას?“.

კობახიძის თქმით, პარტიიდან წასულები რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან პრინციპული. მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს, პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ერთად ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები ამ მოძრაობის დეპუტატი წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზურაბიშვილი: რატომ ჰგონია ბატონ ბიძინას, რომ ოთხ ტურას კიდევ ხუთს თუ მიუმატებს, ცხრა ტურის ნაცვლად ლომების პარადს მიიღებს – ვერაფრით ვერ ვხსნი
Next post ირაკლი კობახიძე – „ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს, რა დოზით ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, არსებითი განსხვავება არ არის