ირაკლი კობახიძე: გვარამია-მელია პირდაპირი ფორმით შეურაცხყოფას აყენებდნენ ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს, მაშინ არავის გვახსოვს გამიჯვნა, რეაქცია იყო ნული

Read Time:1 Minute, 4 Second

რადიკალურ ოპოზიციაში იყვნენ კონკრეტული ლიდერები, მათ შორის გვარამია-მელია, რომლებიც პირდაპირი ფორმით შეურაცხყოფას აყენებდნენ ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს, მაშინ არავის გვახსოვს გამიჯვნა, რეაქცია იყო ნული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არგუმენტებშიც კი არ შედიოდნენ, კი არ აფასებდნენ რაიმეს, პირდაპირ გამოდიოდნენ, ლანძღავდნენ და კოლონიალიზმში დებდნენ ბრალს.

„ესენი არიან უშუალოდ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერები. ისინი პირდაპირ ლანძღავდნენ, არგუმენტებშიც კი არ შედიოდნენ, კი არ აფასებდნენ რაიმეს, პირდაპირ გამოდიოდნენ, ლანძღავდნენ და კოლონიალიზმში დებდნენ ბრალს. მაშინ არავის გვახსოვს არც გამიჯვნა, მაგალითად, თუნდაც შესაბამისი ტელევიზიის, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ან უცხოელი პარტნიორები. ფაქტია, არის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა და რეაქცია იყო ნული, და ის იყო ელჩების პირდაპირი ლანძღვა. აქ არის გარკვეულ ფაქტებზე საუბარი, თუ ვიღაც ფაქტთან დაკავშირებით აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას, მაშინ ეს ასე უნდა მოხდეს, ანუ ზოგადად კი არ უნდა იყოს საუბარი იმაზე თუ რა მოსწონთ და რა არა, როდესაც გარკვეულ ფაქტს ამბობენ, ამ ფაქტს სჭირდება უარყოფა, მაგრამ ჩვენ ამაში ვერ შევალთ, ჩვენთვის ეს საჯარო პოლემიკა არის უხერხულობის შემცველი და ამიტომ არ შევდივართ ამაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ ფორმას ვემიჯნებით, რაც შეეხება შინაარსს, შინაარსზე შეგნებულად არ ვაკეთებთ კომენტარებს“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ეველინ ფარკასის შეფასებებს,კობახიძის თქმით, აქ მარტივია კომენტარის გაკეთება, ის ხელისუფლების სტრუქტურას არ წარმოადგენს, დაკავშირებულია ამერიკულ სტრუქტურებთან და ის პირდაპირ მოგვიწოდებს რეალურად ომში ჩართვისკენ სანქციების მეშვეობით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
Next post ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად?