მარტი 28, 2024
0 0
Read Time:55 Second

ზოგადად, განახლება სჭირდება ნებისმიერ პარტიას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგადადაც, საჭიროა ახალი კადრების რეკრუტირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ   განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანიც არის.

„ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს. ჯერ ახლა დაიწყო განახლება და რა მასშტაბით განხორციელდება, ეს ჯერ არ ვიცით. ზოგადად შეიძლება თქმა, რომ დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა სიაში ირაკლი ღარიბაშვილის მოხვედრაზე და აღნიშნა, რომ ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სიის პირველ ნომრებს, კობახიძის თქმით, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.

„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწადნახევარი და რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით”, -განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები