მარტი 28, 2024
0 0
Read Time:49 Second

გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მოსამართლეთა მიერ წარდგენილ სიას კენჭი არ ეყრება. შევთანხმდით, რომ ჯერ პროცედურები და კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაკანდიდატების სიის გაწვევა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ტექნიკური მხარეა და შესაძლოა, ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებაში განხორციელდეს.

„ზოგადად, გადაწყვეტილია, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც წარმოდგენილი იქნება. თუ იურიდიული კუთხით დასაზუსტებელი გახდა, რომ ამ 10 კანდიდატს არ ეყრება კენჭი, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილება შევიტანოთ. ეს წმინდა ტექნიკური მხარეა. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი. მათში შესაძლოა ის 10 კანდიდატიც შედიოდეს, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. ასევე სხვა კანდიდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

„პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე, ხოლო შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერის უარზე საუბარი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები