ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად?

Read Time:1 Minute, 6 Second

ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო, მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ერთადერთი ეჭვია, რომ მისგან ელიან რაღაცას, მათ შორის როგორც ჩანს სთხოვენ პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები.

„ოლიგარქს რაც შეეხება, მათ რა კრიტერიუმებიც წამოაყენეს, ეს არის ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც ერევა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მე შეგახსენებთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი შეძლებული იყო 2004-2007 წლებშიც და მაშინ ის პირდაპირ აფინანსებდა სახელმწიფო სტრუქტურებს მათ შორის პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო. ჯარის ჩაცმა მაშინ სერიოზული პრობლემა იყო, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პატრულის აღჭურვა, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდა და და ა.შ. მაშინ იყო სწორედ პირდაპირი ფორმით ჩართული სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ამისთვის ძალიან დიდი თანხებიც გაიღო, დიდი ინვესტიციები ჩადო ამ ყველაფერში. მაშინ რატომ არ იყო ოლიგარქი ეს კაცი? როდესაც ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და ამ ყველაფერს აფინანსებდა, პირდაპირ ერეოდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. რატომ არ იყო მაშინ ოლიგარქი და ახლა რატომ აცხადებენ ოლიგარქად? ამის უკან რაღაც ინტერესი დგას. ბატონმა ბიძინამაც გაავრცელა წერილი და თავისი ეჭვი გამოთქვა. ჩვენც გვაქვს ერთადერთი ეჭვი, მისგან ელიან რაღაცას, მას სთხოვენ მათ შორის როგორც ჩანს პოლიტიკაში დაბრუნებას, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნებები“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გვარამია-მელია პირდაპირი ფორმით შეურაცხყოფას აყენებდნენ ელჩებს, მათ შორის ამერიკის ელჩს, მაშინ არავის გვახსოვს გამიჯვნა, რეაქცია იყო ნული
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებთ – თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ