ირაკლი ზარქუა – ტურისტებს, რომლებსაც უნდათ, ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, მივიღებთ, თუ იქნება ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ

Read Time:31 Second

თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება, საქართველოში გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა​.

​მისი თქმით, ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება უნდათ, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოუშვებენ, ხოლო ძალოვანი სამსახურები ქვეყანაში შემომსვლელებს ფილტრავენ.

„ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას. კანონის შესაბამისად, ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ – მათ ვინც, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია, უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე აბრუნებდნენ. ტურისტებს, რომლებსაც უნდათ, ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება, გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის
Next post მამუკა მდინარაძე: გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელისგულზე დევს