ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: არ მახსენდება, შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ყველა პატიმრის უფლება დაცულია

Read Time:44 Second

ვინც საჭირო იყო, პირველივე დღიდან მიეცა სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა და ჩემი აზრით, იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი რომ შიმშილობს, ეს მისი უფლება და არჩევანია.

„ახლა ვსაუბრობთ, რომ პატიმარი შიმშილობს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში შიმშილობენ, მაგრამ არ მახსენდება, რომ შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ. სხვათა შორის, დღეს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველა პროფილის ექიმი შედის. დღეს 19:00 საათზეა შეხვედრა დაგეგმილი და თუ იქნება პატიმრის თანხმობა, ეს ჯგუფი შევა, კიდევ ერთხელ გასინჯავენ, რეკომენდაციებს მისცემენ და ა.შ. სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა შეხვედრას და როგორც ვიცი, სახალხო დამცველიც არის მოწვეული. მე მესმის მათი მომხრეების, დრამატიზებას ცდილობენ, რომ ხვალ მოსახლეობა გამოიყვანონ თავის ჭკუით რუსთაველზე, რომ სააკაშვილი დიდ განსაცდელშია, ეს არის და ეს. ის მონიტორინგის ქვეშ არის, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ასე რომ, ყველა პატიმრის უფლება დაცულია“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმოს დირექტორი: იმ ქვეყნებმა და კომპანიებმა, რომლებიც ვაქცინების მიწოდებას აკონტროლებენ, ვაქცინების COVAX-ის პლატფორმისთვის გაზიარება პრიორიტეტული უნდა გახადონ
Next post რატი ბრეგაძე: “ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური”