აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:38 Second

„დაახლოებით ნახევარ საათში, ათზე მეტი ზარი განხორციელდა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო. უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, რითაც, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის, ერთი პირის დაკავების საკითხზე, ზოგიერთი მედიის რეაქციას ეხმაურება.

ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა თუ ფიქრებზე პასუხს ვერ აგებენ.

„თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ „ლიდერშიპში” და, ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. აქეთ კი, სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია. ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას“, – აღნიშნავვს ირაკლი ზარქუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები