ირაკლი ბერაია სააკაშვილის დაკავებაზე: დღევანდელი დღე, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში

Read Time:1 Minute, 7 Second

მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, ამ ქვეყანას ვერავინ არევს, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს და ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობასა და ძლიერ ინსტიტუტებს.

„ვერც ერთი დესტრუქციული სუბიექტი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერასდროს ვერსად დაემალება სამართალს. სააკაშვილის რეჟიმი იყო სახელმწიფო ტერორიზმის მანიფესტაცია. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი, დაკავებულია და ის საკუთარ თავზე იგრძნობს დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების ძალას და სიმკაცრეს.

ამ დღეს დიდი ხანია ელოდა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე და მათი ოჯახები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე, ვინც შეეწირა ამ გაუგონარ ბოროტებას, ვინც წლები გაატარა უკანონო პატიმრობაში, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, კეთილსინდისიერი შრომით დაგროვილი საკუთრება და ვის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე კვალი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა.

დღევანდელი დღე, კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში. საქართველოს ჰყავს ეფექტიანი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებები. განსაკუთრებულ შექებას და მადლობას იმსახურებენ ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს დამნაშავის დაკავების ღონისძიება. მათ მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკის, ცილისწამების და დისკრედიტაციის მცდელობების პირობებში ისინი ღირსეულად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებასა და დგანან სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების და დაცულობის სადარაჯოზე.

განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ვახტანგ გომელაურისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლიდერობა, ვინც ჩვეული პროფესიონალიზმით, ცივი გონებით და წინდახედულობით კიდევ ერთხეელ აარიდა სახელმწოფოს დიდი საფრთხე“, – წერს ირაკლი ბერაია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: ბევრი კითხულობს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, არა და არასდროს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დავაკავეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას