იოსებ ხახალეიშვილმა მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები ჭომის მოსახლეობასთან გამართა

Read Time:34 Second

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი ინდივიდუალური შეხვედრები ქუთაისის ძველი უბნის ჭომის  მოსახლეობასთან გამართა.

“ერთი დიდი საქმეა ზუსტად გაიგო ამომრჩევლის განწყობა. რა აწუხებს, რა ტკივა თუ უხარია, პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელი აქვს, როგორი ქალაქი უნდა და რას ითხოვს ქალაქის მერისგან უპირველეს ყოვლისა.

ქუთაისის ძველი უბნის ჭომის მოსახლეობას შევხვდი და კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე ჩემს ქალაქზე.  ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩემს საარჩევნო პროგრამაში მაქვს წამოწეული, საინტერესო აღმოჩნდა ჭომელებისთვის. ისინი მზად არიან კარგი ცვლილებებისათვის. უნდათ სვლა წინ და არა წარსულ აჩრდილებზე გამოდევნება. სურთ, ამ ცვლილებებსა და წინსვლაში თვითონ მიიღონ მონაწილეობა. რაციონალური და გონიერი შენიშვნებით, რჩევებით, წინადადებებით.  თითოეული ერთად ერთი საქმისთვის კი მოგეხსენებათ დიდი ძალაა“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატები სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდნენ
Next post გოჩა ენუქიძე მესტიის მუნიციპალიტეტში, ფარის თემის სოფლების-ზაგარის, ზედა ლუჰას, კაცხის, ლამხერის, ლაყვრის, სვიფის, ფალედის, ფარის, ქვედა ლუჰას, ღეშდერის, ყვანასა და ხოსრარის მოსახლეობას შეხვდა