იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე

Read Time:39 Second

“ქართული იცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა“-ს პერსონალს შეხვდა. ქარხანა 1996 წლებიდან  მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და რეზინის ნაკეთობებს და მისი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, ვინაიდან ამიერკავკასიაში ანალოგიური წარმოების ქარხანა არ არსებობს.

საარჩევნო პროგრამის პარალელურად მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა – ბიზნესის თავისუფლება, მისი განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტუალობა და ხარისხი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნა, ბიზნესის დახმარების გზები.

შეხვედრაზე ქარხნის პერსონალმა კანდიდატის  გეგმები და ინიციატივები მოისმინა, ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე.

“ქუთაისი ისეთი ტრადიციების ქალაქია კულტურის, განათლების, ინდუსტრიული წარმოების, ბიზნესის მხრივ სულ ცოტა ხელის შეშველება სჭირდება, ადამიანების ჩართულობა და თვითმმართველობის კეთილგანწყობა მწარმოებელებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც საქმიანი ქუთაისის სახეს წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, –  განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანმა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებს გეგმები გააცნო
Next post გიორგი გამსახურდია: ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი ქართუ