იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება

Read Time:36 Second

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ  ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა.

კანდიდატმა  მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა. მიმაჩნია, რომ ქალაქი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ადამიანისთვის, როცა მასაც აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი და თუნდაც ერთი აგური დადებული მის მშენებლობასა და განვითარებაში. წარმატებული ქუთაისი იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის – ქალაქის მერის დამსახურება, არამედ ყველასი ერთად, თითოეული ჩვენგანის, ვინც ქუთაისის ნამდვილი და გულწრფელი გულშემატკივრები ვართ“,- განაცხადა  იოსებ  ხახალეიშვილმათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება
Next post გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა