მარტი 29, 2024
0 0
Read Time:33 Second
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს.
“ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი,  ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. სამსახიობო ხელოვნების ტაძარი, რომლის სცენაზე თამაშობდნენ ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავები. თეატრი, რომელმაც გვაჩუქა არაერთი საინტერესო რეჟისორი, სპექტაკლი და წარუშლელი შთაბეჭდილება.
თუ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია ქუთაისს ვუწოდოთ კულტურის მექა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ მესხიშვილის თეატრს მიუძღვის და მის ხელოვნების ქურუმებს.
გილოცავთ ახალი, საიუბილეო 160-ე  სეზონის გახსნას, დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს კიდევ უფრო საპასუხისმგებლო და უცნაური სეზონია. გისურვებთ გულწრფელ ტაშსა და ემოციებს, ბევრ აღტაცებულ მაყურებელს და გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის  გვერდით დაგიდგებიან”, – აღნიშნულია იოსებ ხახალეიშვილის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები