იოსებ ხახალეიშვილი საზოგადოებების – “ბაღის კიდეს”, “ქუთაისელის“ და “ძველი ქუთაისელის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Read Time:28 Second

“ქართული ოცნება- დემოკრატიული  საქართველოს” ქუთაისის  მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის ეზოში განთავსებულ ამფითეატრში საზოგადოებების – “ბაღის კიდე“, “ქუთაისელი“,  “ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა და  მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოისმინა.

“ამ ადამიანებმა კარგად იციან ჩვენი ქალაქის ისტორია, ურთიერთობების ფასი და ღირსეული ქუთაისელობის მნიშვნელობა. მათგან ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოვისმინე.  ვისაუბრეთ არა მარტო ქალაქის სასიკეთოდ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ იმ  გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ  წინაშე დგას და რისი მოგვარებაც აუცილებელია ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ამ ქალაქის წარმატებებზე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნისა და გომის თემების მოსახლეობას შეხვდა
Next post გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში, სორის, ბარისა და ღარის თემების მოსახლეობას შეხდა