მარტი 28, 2024
0 0
Read Time:40 Second

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბისა და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ქუთაისის მერია ვერ იწყებს ასსაფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას, რაც მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ არის მტკნარი სიცრუე და ჩვენი თანაქალაქების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. ხელშეკრულება ხელმოწერილია უკვე და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში, რამდენიმე დღეში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება.

ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მარტო დროში, არამედ ხარისხიანად დასრულდეს ყველა პროექტი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები