ინოეთში პირველად კორონავირუსის 90,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

Read Time:29 Second
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ქვეყანაში 90,632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,113,811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,065 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 70,626-ს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა ექნება, უმკაცრესად დაისაჯოს
Next post „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა გორში ჩავიდა