ინგა გრიგოლია: საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი, რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად

Read Time:45 Second

საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი,რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად! – ამის შესახებ ტვ “პირველის” ჟურნალისტი, გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

“ბრავო, ბიძინა რა!! ბრავო!!!  . მე არ ვიცი,თავად გეგმავს თუ მრჩეველები ურჩევენ,მაგრამ როგორ რეალობაში გავიღვიძეთ ერთ დღეს,იცით? – ჟურნალისტი რომ ჟურნალისტს აგინებს, მეგობარი მეგობარს, თანაპარტიელი თანაპარტიელს( და არა ოპონენტს)…ქმარს ,ყოფილ ქმარს, მეგობარს რომ ათრევენ ცოლის,ყოფილი ცოლის, მეგობრის გამხნევება, მისთვის ურთულეს დროს , რატომ გადაწყვიტეო…მამაოები რომ მიტევების ნაცვლად, მრევლს გეშავენ საცემად ადამიანებზე,ვინც განსხვავებულად აზროვნებს…ექიმები რომ პაციენტებს აქეთ აბულინგებენ… ჟურნალისტებს რომ მოღალატეებს და ქვეყნის გამყიდველებს ეძახიან, ისეთ შეკითხვებს რატომ სვამ,რაც ჩვენ არ მოგვწონსო და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთს რომ ჭამს და ყველას ერთმანეთი რომ სძულს . ესაა იდეალური გარემო ხელისუფლების დიდი ხნით შესანარჩუნებლად)))))). ხოდა, საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი,რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად!” – წერს ინგა გრიგოლია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეისთვის, დედაქალაქში ჭკვიანი შუქნიშნების მხოლოდ 10-15%-ია დამონტაჟებული
Next post ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი