“ილოცეთ ალაჰის წინაშე! თვითმფრინავი აფეთქდება!“ – ტაჯიკი სტუდენტის გამო თვითმფრინავი მოსკოვში ავარიულად დაეშვა

Read Time:2 Minute, 48 Second

ავი­ა­კომ­პა­ნია „ურა­ლის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ­მა თვითმფრი­ნავ­მა მოს­კოვ­ში ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.  „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით,  ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ბორტგამ­ცი­ლე­ბელს სა­ხე­ში გა­არ­ტყა და ხმა­მაღ­ლა და­იყ­ვი­რა, რომ თვითმფრი­ნავ­ში ბომ­ბია. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მგზავ­რებს და ეკი­პაჟს უმ­ტკი­ცებ­და, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რი მალე აფეთ­ქდე­ბო­და.

25 წლის სტუ­დენ­ტი, ეროვ­ნე­ბით ტა­ჯი­კი დავ­ლატ­კა­და­მო­ვი თავს და­ეს­ხა ბორტგამ­ცი­ლე­ბელ ქალს, შემ­დეგ კი ყვე­ლას მო­უ­წო­და, ელო­ცათ.

„ილო­ცეთ! ილო­ცეთ ალა­ჰის წი­ნა­შე! თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდე­ბა!“ – ჰყვი­რო­და დავ­ლატ­კა­და­მო­ვი.

Airbus A321 ჟუ­კოვ­სკის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნის შემ­დეგ მა­ლე­ვე უკან დაბ­რუნ­და. თვითმფრი­ნა­ვი მოს­კო­ვი­დან ტა­ჯი­კე­თის დე­და­ქა­ლაქ დუ­შან­ბე­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ სტუ­დენ­ტის შე­ჩე­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხეს და ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი და­უ­ბეს.

თვითმფრი­ნა­ვის დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე დავ­ლატ­კა­და­მო­ვი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ავი­ა­ხო­მალ­დის ბორტზე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

ტა­ჯი­კი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ომ­სკში მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა, უარს ამ­ბობს ალ­კოჰოლ­სა და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­როს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვითმფრი­ნავს 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამოწ­მებ­დნენ. ბორტზე ბომ­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ ავი­ა­ლა­ი­ნერ­მა რე­ი­სი დუ­შან­ბეს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

და­კა­ვე­ბუ­ლის მამა, რო­მე­ლიც დუ­შან­ბე­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ მის­მა შვილ­მა რუ­სეთს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა, რა­ზეც უარი მი­ი­ღო.

„სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბა­ზე მას უარი უთხრეს. ორი კვი­რის წინ ვე­ლა­პა­რა­კე, ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო,“ – ამ­ბობს სა­იდ­კა­დამ დავ­ლატ­კა­და­მო­ვი.

„ურა­ლის ავი­ა­ხა­ზებ­ში“ ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რის გამო არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

„ექ­სტრმა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯია და ამი­ტომ, გვაქვს უფ­ლე­ბა ზა­რა­ლის­თვის მა­მა­კაცს ვუ­ჩივ­ლოთ,“ – ამ­ბობს მე­დი­ას­თან ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოსკოველმა გოგომ ახალშობილი სოციალური ქსელის საშუალებით 1 მილიონად გაყიდა
Next post სპარტაკ ბუკია, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, მძიმე სენით გარდაიცვალა