ილია მეორე – შევთხოვთ უფალს, მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა

Read Time:41 Second

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, მაცხოვარი ამბობს, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ,- ამის შესახებ საქართველოს პატრიაქრმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე, თქმით ამ კვირას მეზვერესა და ფარისევლის კვირა ეწოდება.

„ტაძარში შევიდა ორი ადამიანი მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტსაც ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე კი, ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი, ლოცულობს და ამბობს, მე ვასრულებ კანონებს და არა ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა. უფალს შევთხოვოთ, რომ მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რათა ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა”,- ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ,,ქართული ოცნება” – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე აქვს
Next post ტრაგედიით დასრულებული სიყვარულის დღე -“კარი გაიღო და ბიჭი გადმოვარდა, გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხრამში”