ილია მეორე – მიყვარხარ საქართველო

Read Time:30 Second

მიყვარხარ საქართველო-, ამის შესახებ საქართველოს კათოკიოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

პატრიარქმა “მიყვარხარ საქართველო” სამჯერ გაიმეორა.

მეტეხის ხიდზე მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები. მათ შორის არიან, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.

ასი ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუჩის ძაღლი მიტოვებულ კნუტებს კვებავს? ფოტო
Next post ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა