ილია მეორე: დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა და მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა

Read Time:1 Minute, 3 Second

მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვაშია ნათქვამი.

მისი თქმით, იყო კარგი აღმზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო.

„დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად, მასწავლებლის ფუნქციამ სხვა დატვირთვა შეიძინა.

დღეს თქვენ, ზოგიერთი პედაგოგი და ბევრი სხვაც, შიძლება ვერც აცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი სახელი და ღირსება ამიტომაც უნდა იყოს სათანადოდ დაცული და დაფასებული. თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას თავის პროფესიაზე შეყვარებული, ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ.

მინდა, ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო უცხოეთში, ჩვენს დიასპორებში, მოღვაწე პედაგოგებს, რომლებიც საქართველოს სიყვარულს უნერგავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს პატარებს. ისინი, ფაქტობრივად, თავის თავში საქართველოს მოიცავენ და საგანთან ერთად, ბუნებრივად, სამშობლოს მცოდნეობასაც ასწავლიან აღსაზრდელებს.

მე ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი პედაგოგები გაერთიანდით და შექმენით მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციას, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია. თქვენ ყველანი ჩვენი დიდი იმედი ხართ. ერთობით ხომ გაცილებით ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ მასწავლებლის დღეს და გლოცავთ!

ღმერთმა გაგაძლიეროთ, განგამტკიცოთ, მოგცეთ უშრეტი ენერგია და სიყვარული, რათა თქვენი მოვალეობის ღირსეული აღმსრულებელნი იყოთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი მომავალი“, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს
Next post არჩილ თალაკვაძე: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს მართვა საზოგადოებასთან ერთად შეიძლება წამების, ტერორის, ღამით ქონების ჩუქების, მედიისა და ანტენების დაპატიმრების გარეშე