ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

Read Time:38 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიდ გულიევი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: „სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი“. (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)

ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ ასევე შეხვდა საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი – საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ პროცესის ნაწილია
Next post ირაკლი კობახიძე: გამოსაძიებელია, რატომ ამბობდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომ სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე არ ექცეოდა