ილია დარჩიაშვილი – პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც პასუხია, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით უსმენს პარტნიორებს

Read Time:42 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცადებით, საქართველოსთან დაკავშირებით პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა და ქართული მხარე მას შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს.

მისივე თქმით, არის ისეთი მოსაზრებებიც, რომლებიც საფუძველს მოკლებულია.

„ბოლო პერიოდში ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან კრიტიკული შეფასებები გვესმის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშნელოვანია, რათა ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსის, დეპუტატის ხედვა და მოსაზრება. შეძლებისდაგვარად ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, არის მოსაზრებები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია, არანაირი საფუძველი არ არსებობს, მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, თუმცა მომავალშიც გაგრძელდება ინკლუზიურობის პროცესი, რომელიც გავხსენით და ვცდილობთ, ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებში. ჩვენთვის პარტნიორების ხმა, პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო.

ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კანონპროექტს, მისი დღის წესრიგიდან მოხსნას, ესეც საქართველოს მმართველი გუნდის, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას. ეს არის პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი ყოველთვის ყურადღებით უსმენს პარტნიორებს და ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა
Next post ვილი სანიოლი: საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ ხალხი ძალიან თბილია