ივანე ჩხაიძე: 16-17 წლის მოზარდების ვაქცინაცია უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს

Read Time:27 Second

ვაქცინაციის პროცესი მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, 16-17 წლის მოზარდების საერთო რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 100-120 ათასია, მათგან მხოლოდ 5000-მდეა ვაქცინირებული, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.

„თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ჯგუფი სულ ახლახან შეირჩა. ეს პროცესი რა თქმა უნდა მეტ გააქტიურებას საჭიროებს, მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული, პირველ რიგში ოჯახი, რადგან ბავშვის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 16-17 წლისები არიან, აუცილებლად უნდა იყოს მიღებული გაცნობიერებულად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: მთავარი გზავნილი ევროპარლამენტარებისთვის და საერთოდ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა
Next post კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს