ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაცემა IT-საქმიანობისა და საზღვაო სერვისების სფეროებზე გავრცელდება

Read Time:57 Second

მთავრობას წარვუდგინეთ დადგენილების პროექტი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისში კანონით დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ცნება და დღეს კი უბრალოდ დაზუსტდა, რა საქმიანობებს მოიცავს ის, რა შეზღუდვები აქვს და რა შეღავათები.

„ეს არის IT-საქმიანობის სფერო და საზღვაო სერვისები, საიდანაც გამოვყოფ ძირითადს – გემის გაქირავება ეკიპაჟით და უეკიპაჟოდ, რეისის დაგეგმვა და ანალიზი, გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით მომარაგება, გემთმშენებლობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექტირების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად და ა.შ. რაც შეეხება შეღავათებს, ეს არის 5% მოგების გადასახადი და 5% საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე. არის დამატებითი ხარჯების ნუსხა, რომლითაც შეუძლიათ შეამცირონ მოგების გადასახადი. ერთია საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის სრული გაქვითვა, მეორე კი – საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქციო მომსახურების ხარჯები. ამ სტატუსის მისაღებად კომპანიას უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება. კომპანია გააკეთებს განაცხადს შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი მთავრობა ამ განაცხადს შეისწავლის და მიანიჭებს კომპანიას სტატუსს“, – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს დაუწესებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა
Next post ივანე მაჭავარიანი: ვვარაუდობთ, 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას