იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა

Read Time:26 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთი „თალიბანის“ ხელში ადგილობრივი მთავრობის ჩამოშლის გამო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის ჩამოშლაში დაადანაშაულა.

„ჩვენ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრული მარცხის მოწმენი გავხდით, რამაც შემდეგ „თალიბანთან“ ბრძოლის ყველა ფრონტზე მარცხი გამოიწვია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, რა გავლენა იქონია ქაბულის დაცემაზე აშშ-ისა და ნატოს გასვლამ ავღანეთიდან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში მკვლევარები შეაფასებენ.

„ჩემთვის მთავარი ამოცანა – ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანეთიდან ხალხის გამოყვანაა“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით, პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს, ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს
Next post ჟურნალი „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ წერს