მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 2 Second

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია, თუმცა ეს ხვალ არ მოხდება.

მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანების საკითხზე უკრაინისა და საქართველოს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც რუსეთი.

„ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი გზა. ის აზრი, თითქოს რუსეთის მეზობელი ქვეყნების ნატოში გაწევრიანება მოსკოვისთვის პროვოკაციას წარმოადგენს, აბსოლუტურად მცდარია. როდესაც ერთი ქვეყანა გადაწყვეტს, ნატოში გაწევრიანდეს, ეს საკითხი ეხება მხოლოდ ნატოს და ამ ქვეყანას – მეტს არავის. რუსეთს სურს, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები არსებობდეს და, შესაბამისად, ის საკუთარ მეზობელ ქვეყნებს აკონტროლებდეს. ეს არაა მიდგომა, რომელითაც ჩვენ გვსურს, ვიხელმძღვანელოთ. თუ ვინმე ამბობს, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებს არჩევანი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ხომ სუვერენიტეტის ხელყოფაა? ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას, რეფორმების გატარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“, – აცხადებს ნატოს გენმდივანი.

მისივე თქმით, ალიანსი შეთანხმდა, რომ როდესაც საქართველო და უკრაინა მზად იქნებიან ამისთვის, ისინი ნატოს წევრები გახდებიან.

„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები იქნებიან. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები