მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

საქართველოსა და უკრაინის სახით ნატოს ორი ძალიან ახლო პარტნიორი ჰყავს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა შავ ზღვაში ნატოს როლის გაძლიერებისა და მოკავშირეების სტიმულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს 2030-ის სტრატეგია შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებაზე იქნება კონცენტრირებული.

„ბოლო წლებში ნატომ არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთის ფლანგის მოკავშირეებთან, როგორც საწრთვნელი ჯგუფებით რუმინეთში, ასევე სწავლებებით ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ 3 ამერიკული საზღვაო გემი შავ ზღვაში. ვნახეთ, რომ სხვა მოკავშირეებიც მოქმედებდნენ შავ ზღვაში. რეგიონში გვყავს 3 სახელმწიფო – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ასევე გვყავს 2 ძალიან ახლო პარტნიორი – უკრაინა და საქართველო. ჩვენ უფრო მეტი დაფინანსება უნდა გვქონდეს შეკავებისა და თავდაცვისთვის. ამით მეტი მოკავშირის სტიმულირებას მოვახდენთ, რათა ჩვენი წარმომადგენლობით, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტი შესაძლებლობები უზრუნველყოთ. მათ შორის შავ ზღვასა და ბალტიისპირეთში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები