იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით იმას, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას

Read Time:40 Second

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ნატომ შავი ზღვის რეგიონში თავისი ყოფნა გაზარდა. კერძოდ, თურქეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში, რომლებიც ნატოს წევრები არიან. ასევე უკრაინასა და საქართველოში, რომლებიც ნატოს მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ თანამშრომლობა გავზარდეთ ჩვენს ახლო და ღირებულ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ამ თანამშრომლობას განვაგრძობთ. ვსწავლობთ იმას, თუ როგორ განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას. მთავარი მესიჯია, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ პარტნიორობა ჩენს მეზობლებთან. ჩვენს ინტერესებშია, რომ მეზობლები სტაბილურად და წარმატებულად იყვნენ. საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან და მხარს ვუჭერთ მათ რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიონ ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ.

ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ქუჩის პოლიტიკა 2012 წლიდან დამთავრდა და დღეს პოლიტიკამ ინსტიტუციებში გადაინაცვლა
Next post მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი აკისრებთ