იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას – მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე

Read Time:31 Second

მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.

„ასე რომ მივესალმები, ინიციატივის უკან გაწვევას და რომ მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და რა თქმა უნდა ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად. დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავღანეთში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
Next post თამარ ტალიაშვილი: ეს კადრი ბევრის მთქმელია… ასე გამოხატა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციისადმი მადლიერება