თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია

Read Time:25 Second

ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ჩაგათაი ულუსოი თბილისში უკვე ჩამოვიდა.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ინფორმაციით, მსახიობის გაცნობის სურვილი ბენეფიციარმა ბავშვებმა გამოთქვეს.

ჩაგათაი ულუსოი „ნიუ ჰოსპიტალს“ უკვე ეწვია, სადაც ბავშვებს მოინახულებს, 16:00 საათზე კი „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ ბენეფიციარებს შეხვდება.

10 მაისს მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო საღამო, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ბერი ანდრიას ფონდის“ ანგარიშზე და მოხმარდება სიმსივნით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციას.

თურქი მსახიობი Unicef-თან თანამშრომლობით, ჩართულია სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქორწილის შემდეგ დატრიალებული ტრაგედია – ვინ არიან რიკოთის გვირაბთან ავარიაში დაღუპული ადამიანები
Next post როენა ხუცურაული აცხადებს, რომ სასტუმრო „მამიდას“ ადგილზე კათარზისის გახსნას გეგმავდა