აპრილი 17, 2024
0 0
Read Time:48 Second

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.

მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ილაპარაკა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

ლევან იზორიას განცხადებით, სამი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონში სამაგალითოა: „მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის უფრო გაფართოებულ ფორმატებს ითვალისწინებს და ადეკვატურად ასახავს იმ დინამიკას, რომელიც წლების განმავლობაში მივიღეთ და საუკეთესო საფუძველს გვაძლევს მომავალი განვითარებისთვის.“

ლევან იზორიამ თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრით დაიწყო, სადაც მას თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა. ანკარადან თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად სამმხრივ მინისტერიალზე დასასწრებად ქალაქ გირესუნში გაემგზავრა.

ორდუ-გირესუნის აეროპორტში სპეციალურად მინისტრთან შესახვედრად თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ. გირესუნისა და ორდუს ვილაიეთებში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის მოქალაქეებმა საქართველოს დელეგაციას გულთბილი და ემოციური დახვედრა მოუწყვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები