თუთამ ლეიკემია დაამარცხა – “ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მეტირება…”

Read Time:1 Minute, 50 Second

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ორი წლის თუთა ცქიტიშვილის შესახებ. იანვრის თვეში თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. პატარას სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის მთელი საქართველო გაერთიანდა. თუთა დედასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ. მკურნალობის დროს იყო გართულებები, პრობლემები, თუმცა თუთამ შეძლო და დაამარცხა ვერაგი დაავადება. ეს სასიხარულო ამბავი თუთას დედისგან, ანკა ბერიშვილისგან შევიტყვეთ.

– მკურნალობის ოთხი ეტაპი გავიარეთ, ძალიან რთული პერიოდი, იყო ბევრი გართულება, ბავშვს ჰქონდა სისხლდენა, პირღებინების და კუჭში გასვლის დროსაც სისხლს აყოლებდა. იყო პერიოდი, რომ ვერაფერს ჭამდა და ძირითადად, გადასხმებზე იყო.

თუმცა ბოლო, მეოთხე ბლოკი შედარებით მსუბუქად გადაიტანა და რამდენიმე დღის წინ, უკანასკნელი ქიმიოთერაპია გადაუსხეს. ახლა წინ გვაქვს ორკვირიანი დაკვირვების პერიოდი. ამ დაკვირვების შემდეგ განსაზღვრავენ, კიდევ რამე იქნება საჭირო თუ არა.

mshoblebi

მეათე თვეა,  რაც აქ ვართ. ამ ხნის განმავლობაში მთლიანად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ორივე შევიცვალეთ, მეც და თუთაც. სულ ერთად ვიყავით განუყრელად, 24 საათი და ერთად ვისწავლეთ უ

ამრავი რამ. ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ. ეს იყო სასწაული, რომლისაც არასდროს მჯეროდა. ეს იყო ერთმანეთში შერწყმული განცდები, ტკივილი, შიში, სიხარული. ყოველი მომდევნო დღე იყო მოულოდნელობით, შიშით და ამავე დროს იმედით აღსავსე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი.

– რა გმატებდათ ამ დროს ძალას და რა გაძლევდათ იმედს?
– ახლაც ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ,  მეტირება… ძალას მმატებდა თუთას ღიმილი, ძალას მმატებდნენ ადამიანები, რომლებიც გაუჩერებლად მეკონტაქტებოდნენ, მწერდნენ, ლოცულობდნენ თუთასთვის, გვგულშემატკივრობდნენ. მაშინ, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, სწორედ ადამიანების სიყვრული მაძლიერებდა. მადლობა თითოეულ მათგანს თანადგომისთვის და ამ სიყვარულისთვის. დავრწმუნდი, რომ სიყვარულისთვის ღირს სოცოცხლე.

– საქართველოში დაბრუნებას როდის გეგმავთ?
– ზუსტად არ ვიცოთ. ჯერ კიდევ დაგვრჩა დაკვირვების პერიოდი. სავარაუდოდ 17 ოქტომბერს დავბრუნდებით სახლში.

– რას ეტყვით დედებს, ვინც ახლა გადის იმ რთულ ეტაპს რაც თქვენ უკვე გაიარეთ?
– ძალიან არ მინდა ვინმე ჩემმა სტატიებმა შეაშინოს. ძალიან მიხარია, რომ ეს მკითხეთ. ამ დაავადებას ცუდის გარდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ადამიანური თვისებების შეცნობის უნარი ახასიათებს. მკურნალობას აქვს სრულიად დამოუკიდებელი ეფექტები, ანუ ის, რომ თუთას ბევრი გართულება ჰქონდა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვებსაც ასე ექნებათ. არც ერთი წამით არ შეშინდნენ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ეს უბრალოდ გრძელი კოშმარია, რომელიც ღიმილით და სიყვარულით უნდა გავაცილოთ. სხვა გზა არ გვაქვს. რადგან შეგვხვდა ასეთი სირთულე, ღირსეულად უნდა დავძლიოთ. მე არ ვარ გმირი, მე არაფერი გამიკეთებია, მარტო ვერაფერს შევძლებდი. ის, რომ დღს თუთა ცოცხალია, არის ადამიანების დამსახურებ, მთი გამარჯვება. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ სასიხარულო, დადებითი შედეგისთვის იბრძვით. მე და ჩემი ოჯახი ამაში მუდამ გვერდში დავუდგებით ნებისმიერ ადამიანს.
მერი ბლიაძე

www.mshoblebi.ge

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლელა კაკულაი-“რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამობრძანდება და კარს მიღმა აფხაზეთის დაბრუნება გადაწყდება!”
Next post ზაალ უდუმაშვილი: არ მსმენია “ნაციონალური მოძრაობა” ვინმეს ბიზნესს წილში ჩაჯდომოდე